ჩვენს შესახებ

ინტერფეი სერვის ჯგუფი არის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია, რომლის მიზანია ციფრული ფინანსური სერვისები გახადოს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პლატფორმის განვითარებასა და სერვისების გაუმჯობესებაზე, რათა სრულად დავაკმაყოფილოთ თანამედროვე მოთხოვნები.

კომპანიის წარმატების საფუძველს წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი ფინანსური ტექნოლოგიების და ციფრული პროდუქტების განვითარების სფეროში. ჩვენი მიზანია ყოველდღიური გადახდები გარდავქმნათ სწრაფ, კომფორტულ და სანდო პროცესად — დროისა და ადგილმდებარეობის მიუხედავად.

Interpay.ge მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სერვისების გადახდას ერთ სივრცეში — კომუნალური, სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო, განათლება, საჯარო და სხვა.

პლატფორმის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა, გადახდების შესრულება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიერ გაცემული VISA და Mastercard ბარათით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის გლობალურ ხელმისაწვდომობას — როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის.

ინტერფეი ზედმიწევნით იცავს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის PCI DSS-სა და HTTPS დაშიფვრის პროტოკოლს, რაც უზრუნველყოფს თითოეული ტრანზაქციის დაცულობასა და პლატფორმის ტექნიკურ სანდოობას.

ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ტექნოლოგიურად დახვეწილი, უსაფრთხო და ეფექტური სერვისი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ციფრული სამყაროს მოთხოვნებს.